26 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
ბრიტანეთში ეკოაქტივისტების აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს

ბრიტანეთში ეკოაქტივისტების აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. გარემოს დამცველებმა ლონდონის ქუჩებში მორიგი მსვლელობა მოაწყვეს და პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

მომიტინგეები ხელისუფლებისგან ე.წ. კლიმატის კრიზის გამოცხადებას მოითხოვენ და გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის აღსაკვეთად ქმედითი ზომების მიღებას სთხოვენ.

ამ მოთხოვნით აქციებს გარემოსდამცველები ბრიტანეთის მასშტაბით უკვე კვირაზე მეტია, მართავენ და მოსახლეობას არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ.

აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 1065 ადამიანი დააკავა.

დღის ამბები