26 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
ჩხოროწყუს რაიონში, ქებურიების ოჯახში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა ზუგდიდიდან ჩასული დამატებითი ძალების დახმარებით შეძლეს

ძლიერი ხანძარი სამეგრელოში - ჩხოროწყუს რაიონში, ქებურიების ოჯახში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა ზუგდიდიდან ჩასული დამატებითი ძალების დახმარებით შეძლეს.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცებული ცოლ-ქმარი მეზობლებმა გამოიყვანეს. ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ვინაიდან მათი ინფორმაციით, ადგილზე მისული სახანძრო მანქანები მწყობრიდან გამოვიდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ ელექტროსადენების გაუმართაობა გახდა. საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლიანად დამწვარია, მოხუცი ცოლ-ქმარი კი, რომლებიც მძიმე ავადმყოფები არიან, დროებით მეზობლებმა შეიფარეს. 

დღის ამბები