19 აგვისტო 2019,   19:19
ვრცლად
კალაძე დაკავებულია ტაქსების თეთრად გადაღებვის ფსევდორეფორმით - გიორგი გაბაშვილი

თბილისის მეტროსადგურებში არსებული პრობლემები - ოპოზიცია მერიის არაჯეროვან მუშაობაზე საუბრობს. საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თბილისის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის აზრით, მერია ვალდებულია, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა აკონტროლოს. ოპოზიციის წარმომადგენელი მერიის მუშაობას აკრიტიკებს.

„მიზეზი არის მერიის არაჯეროვანი მუშაობა. მერიის ვალდებულებაა, რომ ქალაქის სატრანსპორტო სისტემა აკონტროლოს, მუდმივად განაახლოს. ამაზე გაწიოს ხარჯი. ამის მაგივრად, ადამიანები მერიაში და პირადად კალაძე დაკავებულები არიან ტაქსების თეთრად გადაღებვის ფსევდორეფორმით,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის თემა აქტუალური გუშინდელი შემთხვევის შემდეგ გახდა. დღის ბოლოს მეტროსადგურ გოცირიძეზე ელექტროსადენზე დაზიანების შედეგად აალება მოხდა. ამის გამო კი მეტროპოლიტენი, დაახლოებით, ერთი საათით პარალიზებული იყო. საჭირო გახდა ყველა მგზავრის ევაკუაცია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები