03 მაისი 2024,   14:47
ვრცლად
სასულიერო პირების გაფრთხილება დავით გარეჯზე, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და დოკუმენტები, რომელიც ეკლესიამ პრემიერს გადასცა

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე რჩებიან.

ბოლო ერთი კვირაა დავით გარეჯის მონასტერში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს ტაძრამდე მისასვლელი გზა დაკეტეს. გათხარეს ბილიკიც, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთან აზერბაიჯანის მხრიდან მიდის.

აღდგომის შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯის მონასტრის დასაცავად რადიკალურ ქმედებებს არ გამორიცხავს. ქორეპისკოპოსი იაკობი მომდევნო კვირას პატრიარქსაც შეხვდება. მეუფე ამბობს, რომ გარეჯს არავინ დათმობს და ამის ილუზია აზერბაიჯანის მხარეს არ უნდა ჰქონდეს.

სასულიერო პირი თვლის, რომ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობები ძალოვნების ხელშიც არის და მათაც ცოტა მეტად უნდა მიხედონ მონასტრის ტერიტორია. 

მეუფე ამბობს, რომ სასულიერო პირებმა მაღალჩინოსნები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილეს, თუმცა მათ ეს რჩევა არ გაითვალისწინეს. ქართველი მესაზღვრეების ცვლილებას და ძალოვანების გადაადგილებას კი მეზობელი სახელმწიფოს აგრესიული ქმედება მოჰყვა.

დღის ამბები