12 მაისი 2024,   11:56
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე სასამართლოს მიმართავს

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს.

კაპანაძის ინტერესებს საია დაიცავს. ყოფილი დირექტორი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, განაცდურ ანაზღაურებას და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას ითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათია კაპანაძესა და საიას თავმჯდომარე სულხან სალაძეს აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი დაუპირისპირდნენ. ოპერატორმა ლაშა ჯოყილაძემ არასამთავრობოები და ყოფილი დირექტორი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, მათი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ოპერატორი ამბობს,რომ ისინი ნათია კაპანაძის გადაყენების მოთხოვნით არ გაფიცულან, მათი მოთხოვნები პოლიტიკას არ უკავშირდება და არც ვინმეს მიერ ყოფილან მართულები.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა დაუჭირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები