12 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
„პრესსამსახურს მიმართეთ“ - ეკონომიკის სამინისტროში პანკისის ხეობაში სპეცრაზმისა შეყვანასთან დაკავშირებით არ საუბრობენ  

პანკისის ხეობაში სპეცრაზმისა და საპოლიცო ძალების შეყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას არ პასუხობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის შემდეგ მიიღეს. თავად ეკონომიკის სამინისტროში ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ.

სამინისტრო ამ დრომდე მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს და მას შემდეგ დამატებით კითხვებს არ პასუხობს.

„პრესსამსახურს მიმართეთ და გაგცემთ ოფიციალურ პასუხს... რას აღწევთ ახლა ამით?“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ. 

დღის ამბები