17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - საპარლამენტო ოპოზიცია

ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური განცხადებები - ასე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ზურაბიშვილის მიერ "ამერიკის ხმასთან" გაკეთებული განცხადება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და ის დანაშაულებრივია. მათი თქმით, პრეზიდენტის მიერ მსგავსი მოსაზრების გაჟღერება ხელს უშლის, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაძლიერებას.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი"ამ ადამიანის მიერ საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის ქონა არის პროვოკაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სხვა სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ეს. სამწუხაროდ, ამერიკული ბაზების ან რომელიმე ჩვენი მოკავშირის, თავისუფალი ქვეყნის ნატო-ს წევრი ქვეყნის ბაზების განლაგების საკითხი დღეს მყისიერად არ დგას, მაგრამ რომ იდგეს, მაგრამ რომც დღეს არ დგას, მაგრამ მივილტვით იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ ჩვენი მთავარი საფრთხისგან, რუსეთისგან, რატომ შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ამის წინააღმდეგი. რატომ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი იძახდეს, რომ პროვოკაციაა ქვეყნის სურვილი, რომ იყოს დაცული მტრისგან მოკავშირე, თავისუფალი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგებით. ასეთი შანსი თუ რომ მოგვეცა და იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა. მხოლოდ აიხსნება იმითო, რომ ეს ადამიანი არის სავსე ქვეყნისთვის, საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო, მავნებლური შეხედულებებით და იდეებით,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრისგან განმარტების გაკეთებას ითხოვენ. მათი თქმით, თუკი პრეზიდენტის მოსაზრება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესაბამისი არ იქნება, არ არის გამორიცხული, იმპიჩმენტის საკითხზე იფიქრონ.

დაკავშირებული სურათი„ეს არის პირდაპირ დანაშაულებრივი განცხადება. პირდაპირ გამეორება რუსული პროპაგანდის. ეს არის ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამოხატოს საკუთარი მსგავსი პოზიცია პრემიერის თანხმობის გარეშე. ყველა მნიშვნელოვანი საგარეო საკითხები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. ამიტომ ჩვენი შეკითხვა არის პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეთანხმებიან თუ არა ისინი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებას, ან დაადასტურონ, ან უარყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად დავსვამთ საკითხს პარლამენტში. თუკი ქალბატონი სალომეს განცხადება არ იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისი და მან მაინ გააკეთა ეს განცხადება, არ არის გამორიცხული, რომ ვიფიქროთ იმპიჩმენტზეც კი,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები