17 მაისი 2024,   13:35
ვრცლად
"მისი სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები" - მმართველი გუნდი პრეზიდენტის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება, მმართველი გუნდი ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ზურაბიშვილის განცხადებების რევიზორებად ვერ გამოდგებიან და ვერც მის დაცვას შეეცდებიან.

მათი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ბაზების განთავსების საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„მე კონკრეტულმა პოლიტიკოსმა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა რატომ თქვა მაინცდამაინც ეს დღეს, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მე შემიძლია ისევ გაგიმეოროთ, რომ ეს საკითხი არ დგას დღეს დღის წესრიგში, არანაირი საუბარი ამასთან დაკავშირებით არცერთ დონეზე, არც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არ ყოფილა. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან დიდი. ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ასეთ თემებზე ჩვენ საუბარი არ გვქონია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის თქმით, როდესაც საერთოდ არ მიდის საუბარი, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე აშენდეს, პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადება არ არის სწორი.

ნუკრი ქანთარია-ის სურათის შედეგი„მას აქვს საშუალება, უფლება, რომ თავისი თვალთახედვა ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და ის, ალბათ, თვლის, რომ ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს არ არის, ჰიპოთეტურად, ალბათ, თქვა. მისი სიტყვების რევიზორად ვერ გამოვდგები. არ მგონია, რომ ამ ფრაზამ, ახლა ნათქვამმა, რომელიც არც განიხილება, ამან უნდა რაიმე ზემოქმედება მოახდინოს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სალომე ზურაბიშვილი ამჯერად "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამო მოექცა. სადაც მან თქვა, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთოხებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები