18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
შეტაკებები პარიზში-ე.წ. ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცავებმა ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს

შეტაკებები პარიზში-საფრანგეთის დედაქალაქში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელსაც მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" წევრები და ანარქისტული დაჯგუფებები შეუერთდნენ. ისინი გადასახადების შემცირების მოთხოვნით მსვლელობას მონპარნასიდან იწყებენ. პირველი დაპირისპირებაც სწორედ აქ მოხდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამ წუთებში ადგილზე  ვითარება შედარებით მშვიდია. აქციის მონაწილეები გზის ერთ მხარეს იმყოფებიან. მეორე მხარეს კი ათასობით რობოკოპი დგას. სამართალდამცავებმა ჯავშანტექნიკაც გამოიყვანეს.

ეს ე.წ. ყვითელჟილეტიანების რიგით 25-ე აქციაა. დემონსტრანტები ემანუელ მაკრონის გადადგომას და სისტემის შეცვლას ითხოვენ.

მაკრონი მარიონეტია. გვინდა მთელ პლანეტაზე შევაჩეროთ კაპიტალიზმი. გვინდა კლიმატის ცვლილებების პრობლემას მიხედონ. უნდა შეიცვალოს საფრანგეთი და მაგალითი გახდეს სხვებისთვის. აქ ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერადაც მოვედი. ჩემთვის და ბევრი ჟურნალისტისთვის ის ნამდვილი გმირია,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები გადასახადების შემცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ ყოველთვიური შემოსავალიდან ფული აღარ რჩებათ და მხოლოდ გადასახადებისთვის მუშაობენ.  

„აქ მოვედით, რადგან ფრანგ ხალხს სურს უკეთესად იცხოვროს. მხოლოდ გადასახადებს ვიხდით და ცხოვრებისთვის ფული აღარ გვრჩება. ზოგს ბევრი აქვს. ჩვენ კი ხელფასი თვიდან თვემდე არ გვყოფნის. ამიტომ რევოლუცია და სისტემის შეცვლაა საჭირო,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები