18 მაისი 2024,   02:00
ვრცლად
სერბეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

სერბეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქეა დაკავებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცები ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟიცეს პოლიციამ აიყვანა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი სახლებში შესასვლელად კარს სპეციალური იარაღებით აღებდნენ და ოქროულობას, ფულს და ტექნიკას იპარავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია ე.წ. ატმიჩკები, პისტოლეტი, მოპარული ნივთები. ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატროში გადაიყვანეს.

დღის ამბები