22 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
რუსეთისა და კუბის მხრიდან ვენესუელის შიდა პროცესებში ჩარევამ შესაძლოა დესტაბილიზაცია აშშ-სა და რუსეთს შორისაც გამოიწვიოს - მაიკ პომპეო

რუსეთის და კუბის მხრიდან ვენესუელის შიდა პროცესებში ჩარევა დესტაბილიზაციის მომტანია როგორც ვენესუელისთვის, ასევე შეერთებული შტატებისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონი საუბრის დროს განაცხადა. 

„მაიკ პომპეომ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს ნიკოლას მადუროს დახმარება და იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდეს, რომლებსაც ვენესუელელი ხალხისთვის უკეთესი მომავალი სურთ,”-ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კარაკასში ვითარება კვლავ დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ შეტაკებებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დედაქალაქში მდებარე ავიაბაზასთან მოხდა. არიან დაშავებულებიც.

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დღეს მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდა.

დღის ამბები