21 მაისი 2024,   19:48
ვრცლად
მასობრივი დაკავებები და შეტაკებების შედეგად დაშავებულები - საფრანგეთში მომიტინგეების რიცხვმა 300 ათას გადააჭარბა

საფრანგეთში მასშტაბური არეულობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო მონაცემით გუშინდელი შეტაკებების შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. აქედან 14 პოლიციელია. დაკავებულია 380 ადამიანი. მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქში საპირველმაისო მსვლელობებში 28 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პროფკავშირების ინფორმაციით კი მთელის საფრანგეთის მასშტაბით მომიტინგეების რიცხვმა 300 ათასს გადააჭარბა.

პარიზში ანარქისტების ჯგუფმა პოლიციელებზე იერიში ქვებით და ბოთლებით მიიტანა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დღის ამბები