15 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სარჩელი "იმედის" წინააღმდეგ - მაია სტეფნაძის უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" დაიცავს

„იმედიდან“ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო გაშვებული მაია სტეფნაძის უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" დაიცავს. როგორც არასამათავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კონკრეტული ჟურნალისტის დევნა პირადი მოსაზრებებისა და "ფეისბუქზე" ხელისუფლების კრიტიკის გამო, არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მედიაგარემო გაუარესებულია. 

„აქ ცალსახად დაირღვა მისი უფლებები ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის მხრიდან. ზუსტად ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ დავიცვათ მისი უფლებები სასამართლოში. ჩვენი ორგანიზაციას შეატყობინებს ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო ორანიზაციას, საელჩოებს. ზუსტად  აი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ცნობილი პროდიუსერი აცხადებს მის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ეს რა თქმა უნდა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენთან მედიაგარემო არის გაუარესებული. სულ უფრო მეტი ინფორამაცია ჟღერდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იდევნებიან  კონკრეტული ჟურნალისტები, მედიაში მომუშავე პროფესიონალები და ასევე რა ქმედებებს  ახორციელებს ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

მაია სტეფნაძის განცხადებით სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ სოციალურ ქსელში გაკეთებული მისი განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო გაააკრიტიკა. მოგვიანებით ის პარლამენტთან გამართულ აქციასაც შეუერთდა და იქაც გაიმეორა თავისი მოსაზრება. ამის შემდეგ კი სტეფნაძე ტელეკომპანია "იმედის" დირექტორმა დაიბარა და პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან უშვებდა და რომ ამის მიზეზი სწორედ ხელისუფლების კრიტიკა იყო. მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ ის იბრძოლებს ბოლომდე. 

„ამ ქვეყანაში უნდა დამტავრდეს ხალხის დაშინება. ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამე გამოიარა 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ვითომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლბა მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რომ ჟურნალისტს, რომელსაც ამხელა დამსახურება აქვს ქართული ჟურნალისტიკის წინაშე მიშვებენ სამსახურიდან ჩემი ტავისუფალი სიტყვის გამო. იმ სიტყვის გამო რაც ფეისბუქზე გავაჟღერე, ეს არის თუ არა რეალურად ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ქვენისთვის. მე ვარ სამი შვილის დედა. მე მინდა რომ ჩემს შვილებს  დავუტოვო მართლა ნამდვილად კარგი ქვეყანა და ამიტომ ეს წყალგამყოფი  გახდა ჩემთვის ზუსტად 21 აპრილი. როდესაც პანკისის ხეობაში აი ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ვუყურე ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან. აი ამიტომ მგონია, რომ ჩემი სამსახურიდან გამოგდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მე ფეისბუქზე დავწერე პოსტები და მოვიხადე ჩემი სამოქალაქო ვალი, წავედი პარლამენტთან დავდექი და ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე ამ აქციის მიმართ და ჰესებტან დაკავშირებით არ უნდა გამხდარიყო ჩემი სამსახურიდან გამოგდების საფუძველი,“-განაცხადა მაია სტეფნაძემ.

 

დღის ამბები