20 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა

თბილისში მხუთავი აირით 4 არასრულწლოვანი მოიწამლა. შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც იორდანელების ოჯახი რამდენიმე კვირაა ქირით ცხოვრობს. ბავშვები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ექიმების ინფორმაციით, როგორც თავად დაზარალებული მათთან საუბრობენ, ბუნებრივმა აირმა მაშინ გაჟონა, როდესაც სახლში წყლის გამათბობელი იყო ჩართული. შემთხვევის დროს, ოთხივე არასრუწლოვანი ერთ ოთახში იმყოფებოდნენ. მოზარდებს თავბრუს ხვევა და ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. 

„ამტელ ჰოსპიტალში მოყვანილი იქნა ორი ბავშვი, 10 წლის და 11 წლის, ერთი ოჯახის წევრები და-ძმა, რომელთაც აღენიშებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის ნიშნები. ოჯახის ერთი წევრი იყო აბაზანაში და ჩართული იყო გაზის გამაცხელებელი. აღენიშნებოდა თავბრუს ხვევა, ცნობიერების შეცვლა, გულისრევა, საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაციაა გამოხატული, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, დეზინტოქსიკაცია, ოქსიგენაცია. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია“ - განაცხადა ემერჯენსის განყოფილების გამგემ, მერაბ ჯოხარიძემ.

ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილების გამგე, ბესო ყავლაშვილი ამბობს, რომ მოზარდებს კლინიკაში შესვლისას სისუსტე და ძილიანობა აღენიშნებოდათ. 

„შემოსვლისას გამოხატული იყო სისუსტე, ძილიანობა, პერიოდულად აღგზნება, ჭირვეულობა. სხვა პარამეტრები ისეთ განსაკუთრებულ ყურადღებას არ იპყრობდა. იყო ციანოზურები ფერმკრთალი კანით. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. შემოსვლისას ცნობიერება უკვე აღენიშნებოდა ორივეს, მაგრამ გააქტიურდნენ, ადექვატურები არიან ამ ეტაპისათვის. მკურნალობა გრძელდება, დინამიკაში დაკვირვება გრძელდება, სავარაუდოდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - განაცხადა ექიმმა.

ბინის მეპატრონის, ჰაიდა ალშაფეის თქმით, სახლში გაყვანილობის მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო. ადგილზე, ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

იორდანელები იყვნენ და აქ დაქირავებული ჰქონდათ. ერთი ორი თვე იქნება. ზუსტად არ ვიცი, პატარა ბავშვები იყვნენ მარტო სახლში, დედამისს და მამამისს დაუტოვებიათ, წასულან სადღაც და პატარა ბავშვები იყვნენ და ეტყობა პატარა ბავშვს გაზი ჰქონდა ჩართული და მე მგონი, მოიწამლნენ. ყველაფერი წესიერად არის“ - განაცხადა ბინის მეპატრონემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები