18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
Facebook პოსტის გამო ტელეკომპანია „იმედიდან“ გათავისუფლებული პროდიუსერის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

პროდიუსერი მაია სტეფნაძის საქმეს, რომელიც Facebook პოსტის გამო ტელეკომპანია „იმედიდან“ გაათავისუფლეს, სახალხო დამცველი შეისწავლის.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროდიუსერის საქმის მოკვლევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში უნდა მოხდეს.

„გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ სწორედ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში შევისწავლოთ ქალბატონი მაიას გათავისუფლების საქმე, ვინაიდან ის გარემოებები, რასაც ქალბატონი მაია საუბრობს, შეიცავს პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის განმარტება და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული საქმის შესწავლას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედიდან“ Facebook პოსტის გამო გაათავისუფლეს. მისი თქმით, სამსახურიდან გაშვების მიზეზი სოციალურ ქსელში გაკეთებული ის განცხადება გახდა, სადაც მან ხელისუფლება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო აკრიტიკებდა.

დღის ამბები