18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება განწირულია - გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მარნეულის რაიონში შეხვედრებს განაგრძობენ

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევთან ერთად ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ოპოზიციის წევრები ამჯერად სოფელ ქეშალოს, ილმაზლოსა და პირველ ქესალოს ესტუმრნენ. ადგილობრივების თქმით, მათი მთავარი პრობლემა უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი პენსია და გაზრდილი კრიმინალია.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი პროგრამა გააცნო, რომლის მიხედვითაც მარნეულის ბიუჯეტი მხოლოდ მოსახლეობის საჭიროებებზე დაიხარჯება, მოეწყობა შიდა გზები, ხოლო ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკურად განწირულია. 

„ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის აბსოლუტურად განწირული. მაგრამ მინდა ამ ე.წ. ხელისუფლებას ვუთხრა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი 2012 წლის შემდეგ, როგორც დღეს არის. ცივილიზებულად ვცდილობთ მოვიქცეთ, ვცდილობთ მოვიქცეთ და ვიმოქმედოთ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ მოთმინებას ნუ ეთამაშებიან,“- განცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები