18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
დაამტკიცა სწრაფად ხელმოწერით, რომ კარგად ათვითცნობიერებს იმ გამოწვევებს, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას - მდინარაძე პრეზიდენტზე 

მან დაამტკიცა ასე სწრაფად ხელმოწერით, რომ კარგად ათვითცნობიერებს იმ გამოწვევებს, რაც დღეს  სასამართლოს წინაშე დგას - ამ განცხადებით, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნა/შერჩევის შესახებ კანონს, ხელი მოაწერა. 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა გაიაზრა, რომ მნიშვნელოვანია საქმეები რომელთა განხილვაც უზენაეს სასამართლოში ჭიანურდება.

„ოპოზიციის მოწოდება და ნარატივი, რომ რამენაირად კიდევ უფრო გაჭიანურებულიყო ეს პროცესი, ვეტო დაედო პრეზიდენტს, ბუნებრივია არ გაიზიარა პრეზიდენტმა იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მან დაამტკიცა ასე სწრაფად ხელმოწერით, რომ ასე კარგად ათვითცნობიერებს საქართველოს პრეზიდენტი იმ გამოწვევებს, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას. 5000 -ზე მეტი საქმეა უზენაეს სასამართლოში განსახილველი. არის მხოლოდ 10 მოსამართლე. და თუ ეს პროცესი დროულად არ დასრულდება, საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე დროულ მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონი ძალაში შევიდა. პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს ხელი მოაწერა. 

დღის ამბები