18 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
დეპორტირებულთა საქმე - რუსეთმა ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევროს კომპენსაცია არ გადაიხადა

რუსეთმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 10 მილიონი ევროს კომპესაცია საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებს არ გადაუხადა. საუბარია ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს უკვე მიმართა და მინისტრთა კომიტეტისგან „დეპორტირებულების საქმის“ გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა მოითხოვა. უწყება ინტერესდება, როდის გადაუხდის რუსეთის ფედერაცია 10 მლნ ევროს კომპენსაციას საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფედერაციიდან 2006 წელს დამამცირებელ გარემოებებში გამოაძევეს.

საკითხზე კომიტეტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ რუსეთმა მოცემული თანხა საქართველოს სახელმწიფოს 3 თვის განმავლობაში უნდა ჩაურიცხოს, ხოლო ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა გადაიხადოს.

„რუსეთმა აღნიშნული თანხა არ გადაიხადა და არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. იუსტიციის სამინისტრომ მყისიერად მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და მოითხოვა გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით ამ საკითხის განხილვა და უახლოეს სხდომაზე დებატებზე გატანა. აგრეთვე, იუსტიციის სამინისტრომ  მინისტრთა კომიტეტისგან ითხოვა, რაც შეიძლება სწრაფად მოგვეწოდოს ოფიციალური ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ახსნა-განმარტება თუ რატომ არ შეასრულა მან ეს ვალდებულება,“-განაცხადა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები