18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ნიკა მელია შს მინისტრს - „დამთრგუნველი იყო თქვენი მოსმენა, არაფერი თქვენ არ გეშველებათ"

„არაფერი თქვენ არ გეშველებათ, გარდა ერთისა, საპროცესო გარიგებისა მომავალი ხელისუფლების პირობებში,“- ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკამ მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს. ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებით, გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში იმყოფება, დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხა.

მელიას თქმით, გიორგი გახარიას მოსმენა დამთრგუნველი იყო. მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრი პრობლემებისგან დაღლილი და არაქათგამოცლილი წარდგა დეპუტატების წინაშე.

„დამთრგუნველი იყო თქვენი მოსმენა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის. არაფერზე, არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით. არაფერი თქვენ არ გეშველებათ, გარდა ერთისა, საპროცესო გარიგებისა მომავალი ხელისუფლების პირობებში. ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ კიდევ კერზაია? კიდევ მაჩალიკაშვილი, კიდევ სარალიძე? რა დამღალეთ გეგეშიძეებით, აბაზოვებით, კაჭრეთში მკვლელობა თურმე არაფერი არ არის თქვენთვის, ნახევარ სოფელს მოუყვა ადამიანმა, რომ თავის არეში ურტყეს თქვენმა პოლიციელებმა და გემატომა განუვითარდა, დაიღუპა ადამიანი. გამოდიხართ აქ და არაქათგამოცლილი, დაღლილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ პრობლემებით აშკარად, გეტყობათ თქვენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები