26 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა - მოძრაობა ამ დრომ გადაკეტილია

თამარაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით კლდის დიდი მასა სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. საავტომობილო მოძრაობა ამ დრომ გადაკეტილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პერიმეტრი სპეციალური ტექნიკით გაწმინდეს, თუმცა კლდის ჩამოშლის გამო გზა ცალმხრივად არის გადაკეტილია.

მერიის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, რაც სპეციალისტები ტერიტორიას დაათვალიერებენ და შეისწავლიან.

ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, მერიისა და სამაშველო სამსახურის სპეციალისტები.

დღის ამბები