19 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ნენსი პელოსი გენერალურ პროკურორს კონგრესის მოტყუებაში ადანაშაულებს

ნენსი პელოსი გენერალურ პროკურორს კონგრესის მოტყუებაში ადანაშაულებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უილიამ ბარი დემოკრატების მიერ კონტროლირებული პალატის იურიდიულ კომიტეტში დაგეგმილ მოსმენაზე არ მივიდა.

პელოსის განცხადებით, კანონზე მაღლა არც გენპროკურორი და არც პრეზიდენტი დგას. დემოკრატი კანონმდებლების ნაწილმა უილიამ ბარის გადადგომაც კი მოითხოვა.

გენპროკურორს რუსეთთან კავშირების საქმეზე რობერტ მალერის მიერ მომზადებული საგამოძიებო დასკვნის ინტერპრეტაციის გამო აკრიტიკებენ. უილიამ ბარმა დოკუმენტის მოკლე შინაარსი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპი სპეცპროკურორმა გაამართლა, თუმცა მოგვიანებით მალერი მას ტელეფონით დაუკავშირდა და მიანიშნა, რომ მთავარი დოკუმენტისგან განსხვავებით მისი ოთხგვერდიანი დასკვნა კონტექსტს მოკლებული იყო.

დღის ამბები