19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
ციკლონი ინდოეთში - ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევს

ინდოეთს ძლიერი ციკლონი სახელად "ფანი" დაატყდა თავს. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს აღწევს. სანაპირო დასახლებებიდან მილიონზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქიამ ხეები წააქცია და სახლებს დაეცა.

მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ციკლონის გამო შეჩერებულია ავიარეისები და სარკინიგზო მიმოსვლა. დაიხურა სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე პორტებიდან გემებს გასვლა აუკრძალეს.

ციკლონი "ფანი" ინდოეთის შემდეგ ბანგლადეშს ემუქრება და შესუსტებას ხვალიდან დაიწყებს.

დღის ამბები