18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
ყველაზე დახურული უწყებები - IDFI-ის კვლევის თანახმად, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ 

გამორჩეულად დახურული უწყებები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის - ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები იმ საჯარო დაწესებულებებს შორის არის, რომელიც უარს ამბობს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს სამოქალაქო სექტორს. ე.წ. შავ სიაშია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სამინისტრო, ასევე ხაზინა და რამდენიმე მუნიციპალიტეტი.

საქმეს ეხება პრემიებს, საწვავისა და რესტორნების ხარჯს. 2018 წელს IDFI-იმ 282 საჯარო დაწესებულებას 6 ათას 400 კითხვა გაუგზავნა, აქედან ათასზე საერთოდ ვერ მიიღეს პასუხი. მათი მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა 15-მა უწყებამ.

იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით საუბრისას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით ტენდენციები გაუარესებულია. 

„ყოველ წელს ვადარებთ ტენდენციებს, წელს ოდნავი გაუარესებაა ჯამურად წინა წელთან შედარებით, დაახლებით 3%-ით და ეს პირველ რიგში, კვლავ იუსტიციის „დამსახურებაა“. თუმცა, ძირითადად ღიაობის სტანდარტები არის შენარჩუნებული. 43 უწყება არის საქართველოს მასშტაბით, რომელმაც აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას სრულყოფილი პასუხი გასცა,“ - აცხადებს ლევან ავალიშვილი.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, ძირითადად პრობლემები, ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისას იქმნება. 

„შენარჩუნებული არის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 80%-ზე მაღალი მაჩვენებელი. თუმცა კვლავაც რჩება პრობლემები. ძირითადად ეს მაინც ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, ანუ ყველაზე ნაკლებად ჩვენ ინფორმაციას ვღებულობთ დასაბუთების წერილებზე, თუ რატომ გაიცემა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე პრემიები და დანამატები და მათი დასაბუთების წერილები, ისევე როგორც სხვა ხარჯები,  მაგალითად, რესტორანში გაწეული სხვადსხვა ხარჯი, საწვავთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები“ – გიორგი კლდიაშვილმა.

 

 

დღის ამბები