19 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ტაილანდში მეფის კორონაციისთვის ემზადებიან

ტაილანდში მეფის კორონაციისთვის ემზადებიან. ბანგკოკის სასახლეში საზეიმოდ გადაიტანეს ოქროს სიმბოლიკა, რომლებზეც მონარქის სახელი, ტიტული და ჰოროსკოპია ამოტვიფრული.

66 წლის მაჰას კორონაცია ხვალიდან დაიწყება და ორშაბათამდე გაგრძელდება. ტახტზე ასვლის შემდეგ ის ტიტულს შეიცვლის და "რამა მეათე" გახდება. კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე ტაილანდის მეფემ საკუთარი პირადი მცველი, გენერალი სუდიტა ცოლად შეირთო და დედოფლის სტატუსიც მიანიჭა.

66 წლის მონარქი ტახტის მემკვიდრე მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რომელიც  ქვეყნის მონარქის ტიტულს 70 წელი ატარებდა.

დღის ამბები