18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
„მთაწმინდელები უკმაყოფილოები არიან, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი დაპირება“ - შალვა შავგულიძე ქიქოძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა 

მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, მოხსნილი სოციალური დახმარება, ნგრევის პირას მისული ავარიული სახლები - ამ პრობლემებზე  მთაწმინდის რაიონის ქიქოძის ქუჩის მოსახლეობა,  "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების’’ მაჟორიტარ კანდიდატს შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი შენობები გვერდზე მდგომს სახლებსაც უქმნის პრობლემებს, საკრებულო და მერია კი რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას არ აპირებს.

„სამი წლის განმავლობაში მომიჯნავე შენობამ ჩვენ დაგვაზარალა, ანუ დემონტაჟი გაკეთდა  და ჩვენ დავზარალდით. გაჩნდა ნაპრალები, ბზარები და სახლი გახდა საცხოვრებლად აბსოლუტურად შეუძლებელი. სამი წლის განმავლობაში მივმართეთ მერიას, გამგეობას, საკრებულოს, საიდანაც ვერც თანადაფინანსებით, ვერც ბიუჯეტურად ვერ მივიღეთ ვერანაირი დამაკმაყოფილებელი პასუხი,“- აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ეკატერინე კერესელიძე.

შალვა შავგულიძის განცხადებით, მოსახლეობის განწყობის მიხედვით, "ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს. 

„ მთაწმინდელები უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომე ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი დაპირება, რაც ასე უხვად გასცა ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნების დროს და მე ვფიქრობ, რომ აი, ეს მუხტი უკვე იმ სიძლიერის არის, რომ ნამდვილად აჯობებს ხელისუფლების, რაც არ უნდა იქ ხრიკებს მიმართოს, არჩევნების საკუთარ სასარგებლოს შემოსატრიალებლად,“- განაცხადა შავგულიძემ.

დღის ამბები