24 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
ავარია ჩაქვის გვირაბთან - დაშავებულია 50 წლის ქალი

ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 50 წლის ქალი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ქალს პირველადი დათვალიერების შედეგად თავის არეში მძიმე ტრამვა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მცირე სატრანსპორტო შეფერხებაა.

დღის ამბები