20 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
შსს-მ წარსულში ნასამართლევი პირი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, "სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“ და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს".

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები