20 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმზე პოლიციამ მოწმეების დაკითხვა დაიწყო

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმზე პოლიციამ მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

85 წლის მამაკაცის მიერ მოკლული შვილი და ოჯახის ნათესავები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში წუხელ, გვიან ღამით, გადაასვენეს. რძალს კი, ოჯახის მოთხოვნით, სოფელ მანავში დაკრძალავენ.

ოთხივე მოკლულს ექსპერტიზა გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. საგარეჯოს პოლიციაში კი გამომძიებლები მოწმეებს გვიან ღამემდე კითხავდნენ.

ერთ-ერთი მოწმე ფრიდონ გამყრელიძეა, რომელსაც ბრალდებულმა შვილი და მეუღლე მოუკლა.

გამყრელიძემ დეტალურად გაიხსენა დილით მომხდარი მოვლენები და გამოძიებას საზარელი მკვლელობის დეტალები უამბო.

შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.მკვლელობის პერიმეტრზე პოლიცია იყო მობილიზებული.

დღის ამბები