18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
ტრამპის და პუტინის საათნახევრიანი სატელეფონი საუბარი

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერები აქტუალურ საკითხებს თითქმის საათნახევრის განმავლობაში განიხილავდნენ.

პრეზიდენტებმა ისაუბრეს ვენესუელისა და უკრაინის კრიზისებზე, ბირთული იარაღის კონტროლზე, ვაჭრობასა და რობერტ მალერის დასკვნაზეც, თუმცა, დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინი არ გაუფრთხილებია, რომ ოფიციალური მოსკოვი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩაერიოს.

ამ საკითხზე დასმული შეკითხვის გამო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტსაც კი უსაყვედურა და მას "უტაქტო" უწოდა.

დღის ამბები