18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დოკუმენტი მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ დოკუმენტი მიიღეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროების ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებსა და მათზე მართლმსაჯულების არარსებობის გამო.

ამასთან, გამოხატულია შეშფოთება საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, უკანონო დაკავების და გაურკვეველ ვითარებაში მისი გარდაცვალების საქმეზე.

დღის ამბები