18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოსცადა

ვიეტნამის უშედეგო სამიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეამ პირველად მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები გამოსცადა.

ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროდან იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, მათ იაპონიის ეკონომიკურ ზონამდე არ მიუღწევიათ. რაკეტების მოქმედების რადიუსი 200 კილომეტრს არ აღემატება.

ინფორმაცია, რომ ფხენიანი რაკეტის ან თანამგზავრის გასაშვებად ემზადებოდა, ჯერ კიდევ მარტიდან ვრცელდებოდა. ბოლოს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის ნოემბერში გამოსცადა.

დღის ამბები