18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
ორწლიანი პაუზის შემდეგ ტაილანდს ახალი მეფე ჰყავს - 66 წლის მონარქმა ფიცი დადო

ორწლიანი პაუზის შემდეგ ტაილანდს ახალი მეფე ჰყავს. კორონაციის ცერემონია ბანგკოკის სასახლეში დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.

თავდაპირველად შესრულდა განწმენდის რიტუალი, რის შემდეგაც რამა მეათეს სამეფო რეგალიები გადასცეს, მათ შორის, 7-კილოგრამიანი გვირგვინი. 66 წლის მონარქმა ფიციც დადო და მოსახლეობას სამართლიან მმართველობას დაჰპირდა.

რამა მეათე ტახტის მემკვიდრე 2016 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მან მეოთხე ცოლი შეირთო და დედოფლის სტატუსი საკუთარ პირად მცველს მიანიჭა.

დღის ამბები