18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
იაპონიის ახალი იმპერატორი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

იაპონიის ახალი იმპერატორი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა - სამეფო ტახტზე ასვლიდან სამი დღის შემდეგ ნარუჰიტო მოსახლეობას ტოკიოს სასახლის აივნიდან რამდენჯერმე მიესალმა.

პირველი მიმართვის დროს მონარქმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობასა და ბედნიერებასთან ერთად, განვითარება უსურვა.

ახალი იმპერატორისა და მისი მეუღლის სანახავად სასახლის ეზოში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი ადგილის დასაკავებლად საათობით იდგნენ რიგში. 

დღის ამბები