18 მაისი 2024,   17:39
ვრცლად
ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ბაქარ ხიჯაკაძე, კვალითში მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის მერობის კანდიდატი, ბაქარ ხიჯაკაძე, ამომრჩევლებთან შეხვედრას აგრძელებს.

მან ამჯერად სოფელ კვალითში მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, ისაუბრა დაწყებელ და დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ხიჯაკაძემ ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.

კანდიდატის თქმით, სოფელში არ არის გარეგანათება, უვარგისია შიდა სასოფლო გზები, რთულია მაცხოვრებელთა ეკონომიური მდგომარეობა და ბევრ ოჯახს უკანონოდ მოუხსნეს სოციალური დახმარებები. 

დღის ამბები