20 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ყანდაურაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

85 წლის მამაკაცის მიერ მოკლული შვილი და ოჯახის ნათესავები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში წუხელ გვიან ღამით გადაასვენეს. რძალს კი, ოჯახის მოთხოვნით, სოფელ მანავში დაკრძალავენ.

ოთხივე მოკლულს ექსპერტიზა გურჯაანში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

დაკითხვების სერია საგარეჯოს პოლიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ერთ-ერთი მოწმე ფრიდონ გამყრელიძეა, რომელსაც ბრალდებულმა შვილი და მეუღლე მოუკლა.

გამყრელიძემ დეტალურად გაიხსენა საზარელ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარებული მოვლენები და გამოძიებას მომხდარის დეტალები უამბო.

შემთხვევის ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები