26 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
მკვლელობა იყალთოში - 44 წლის კაცი მეზობელმა ბენზინგასამართ სადგურზე მოკლა

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში - სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის გელა გერმანაშვილი მოკლეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როფესაც გერმანიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, რა დროსაც მაშთან მისივე თანასოფლელი და მეზობელი მივიდა, იარაღი ესროლა და მიიმალა.

რა გახდა ურთიერთდაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მამაკაცი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები