19 მაისი 2024,   22:39
ვრცლად
მკვლელობა სოფელ იყალთოში - 44 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მკვლელობა სოფელ იყალთოში - 44 წლის გელა გერმანიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბენზინგასამართ სადგურზე სოფელ იყალთოსა და რუისპირის ახალგაზრდებს კამათი და დაპირისპირება ჰქონდათ. ადგილზე გერმანიშვილი მივიდა, რომელიც მხარეების გაშველებას შეეცადა, მისივე თანასოფლელმა კი მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები