წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი საღამოს სათევზაოდ წავიდა და მდინარე რიონში თვითნაკეთი ნავით შევიდა. ბოლო 10 დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15-კაციანი ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებენ სანაპიროს მონიტორინგს ე.წ. "დრონით" და ძრავიანი ნავით. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ასევე აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები.
ამ ეტაპზე ნაპოვნია მხოლოდ დაკარგული მამაკაცის ნავი და ტანსაცმელი. ნათესავების თქმით, უბედური შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა გულის შეტევა გამხდარიყო.