19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
შეთანხმება მიღწეულია-დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, მთავრობა და ანაკლიის კონსორციუმი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან

დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, მოლაპარაკებების თარიღი დაინიშნა. შეხვედრა მთავრობის და ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს, ასევე საერთაშორისო დონორებს შორის სავარაუდოდ ერთ კვირაში გაიმართება. მას შემდეგ, რაც კონსორციუმის წარმომადგენლები ვადების გადაცილებასა და პროცესის გაჭიანურებაზე ღიად ალაპარაკდნენ, ხელისუფლებამ უკან დაიხია. რა შეთანხმებით დასრულდება 8 პუნქტის განხილვა, კონსორციუმის დირექტორს წინასწარ საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ კომპრომისისთვის ორივე მხარე მზად არის. შეხვედრა დაგეგმილია ეკონომიკის ახალ მინისტრთანაც.

„ყველა ახლა ელოდება ამ 8 პუნქტის გარკვეულ გარდატეხას. კაპიტალი მობილიზებულია.  ტექნიკური მხარე დალაგებულია. როცა ორი ჯგუფი, ხელისუფლების და ჩვენი ჯგუფი დაპირისპირების პროცესშია, ყველა მხარისთვის წინაღობას წარმოადგენს რომ დაჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიოს, რომ არ დავაზარალოთ ინტერესები პროექტის და შესაბამისად ქვეყნის. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მზაობა,“-ფანაცხადა ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა. 

დღის ამბები