18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
ვლადიმერ ზელენსკი დონბასის პასპორტიზაციის გამო მოსკოვს პასუხს ჰპირდება

ვლადიმერ ზელენსკი დონბასის პასპორტიზაციის გამო მოსკოვს პასუხს ჰპირდება. უკრაინის არჩეული პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი გუნდი რამდენიმე საპასუხო ვარიანტზე მუშაობს და ისინი კრეატიულად, სწრაფად და ჭკვიანურად იმოქმედებენ. განცხადება ვლადიმერ ზელენსკიმ საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, რადის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ მიიღებს. ინაუგურაციის თარიღად ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პარლამენტს 19 მაისი შესთავაზა. საკითხს რადა კენჭს, სავარაუდოდ, 14 მაისს უყრის. 

დღის ამბები