18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
სარაკეტო იერიში ღაზას სექტორში-დაღუპულია 10 ადამიანი

სარაკეტო იერიშები ისრაელის არმიასა და პალესტინელს მებრძოლებს შორის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში 200-ზე მეტი სამიზნე დაბომბა, პალესტინელებმა კი ებრაული ქალაქების მიმართულებით 400-მდე ჭურვი გაისროლეს. არის მსხვერპლი ორივე მხრიდან. გავრცელებული ცნობით, იერიშების შედეგად ისრაელის ქალაქ აშკელონში ერთი ადამიანი დაიღუპა, ღაზის სექტორში კი 10-მდე ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის დედა-შვილი. ისრაელის მხრიდან გაშვებული ერთ-ერთი რაკეტა თურქული საინფორმაციო სააგენტოს ოფისსაც მოხვდა. ვითარების ესკალაციის გამო ისრაელში, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქებში სასწავლო პროცესიც შეწყდა.

დღის ამბები