18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
სარაკეტო წვრთნები ჩრდილოეთ კორეაში-წვრთნას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა

ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ბოლო სარაკეტო ცდების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა. მედიის ცნობით, წვრთნას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირადად ხელმძღვანელობდა, მიზანი კი სამხედრო დანაყოფების მიერ რაკეტის გამშვები დანადგარებისა და ტაქტიკური მართვადი იარაღის შემოწმება იყო. ფხენიანმა მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტები, ვიეტნამის უშედეგო სამიტის შემდეგ, გუშინ პირველად გაუშვა. მომხდარს დონალდ ტრამპი ტვიტერის ქსელში გამოეხმაურა. შეერთებული შტატების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინი მხარეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას საფრთხეს არ შეუქმნის. 

დღის ამბები