19 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
"ჩვენი ვალია დავიცვათ საქართველოს თითოეული გოჯი!"-ცოცხალი ჯაჭვი დავით გარეჯას ტერიტორიაზე და მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია

ცოცხალი ჯაჭვი უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ ბილიკზე - საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.

არსებობდა ინფორმაცია, რომ დღეს, 5 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს ისევ ჩაკეტავდნენ და საქართველოს მხრიდან აღარავის გაატარებდნენ. ამის გამო დღეს ასეულობით ადამიანი ჩავიდა დავით გარეჯაში და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატა აქამდე არსებული ან მოსალოდნელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ჩვენი ვალია დავიცვათ საქართველოს თითოეული გოჯი-სკანდირებდნენ ახალგაზრდები. მათ დავითგარეჯას მონასტრის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული დროშები მიიტანეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.

„გვინდა რომ სახელმწიფომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც შემდეგში გამოიწვევს იმას რომ აღარ იქნება სადაო ეს ადგილები. როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მთავრობა დაინახავს იმას, რომ ხალხი წარმოადგენს რაღაცას,“-განაცხადა სოფელ უდაბნოს მკვიდრმა პავლე გუჯეჯიანმა.

აქციაში მონაწილეობდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წევრები. დავით ქაცარავას განცხადებით არავინ არ აპირებს ომს, თუმცა მოძრაობის წევრები მშვიდობიანი გზით დაიცავენ ქვეყნის ისტორიულ ნაწილს.

„ჩვენ  ბუნებრივია არ გვინდა არ ომი არც დაძაბულობა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ და მყარად, მშვიდად და მშვიდობიანად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელის არავისთვის გადაცემის არც ფუფუნება და არც უფლება არ გვაქვს,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ დავითგარეჯაში ვითარება 25 აპრილს დაიძაბა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. მოგვიანებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გზა გაიხსნა, თუმცა აზერბაიჯანელები აცხადებდნენ, რომ ეს დროებითი იყო. 

დღის ამბები