19 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - ანტისაოკუპაციო მოძრაობა სამოქალაქო პატრულირებას იწყებს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავითგარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს. დავით ქაცარავას განცხადებით, თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ შეეცდებიან საქართველო მოქალაქეებს აუკრძალოს გადაადგილება უდაბნოს მონასტრის მიმართულებით, სამოქალაქო აქტივისტები მათ ხელს შეუშლიან. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი ხელისუფლებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ქაცარავას თქმით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია დროულად დადგინდეს საზღვარი.

„გადავწყვიტეთ, რომ სამშაბათიდან დავიწყოთ მშვიდობიანი სამოქალაქო პატრულირება, რომელიც ბუნებრივია იქნება მხოლოდ იმ მარშრუტებზე მომართული, სადაც დადიან ტურისტები. საჭირო არის სასწრაფოდ სიტუაციის დეესკალაცია. მაგრამ ბუნებრივია არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების ხარჯზე. ვგულისხმობთ იმას რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის დავით გარეჯში თავისუფალი გადაადგილების თავისუფლების საშუალება არ უნდა შეიზღუდოს,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

დღის ამბები