19 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
სტამბოლის მერის არჩევნები - ევროკავშირი ოფიციალური ანკარისგან განმარტებებს ითხოვს

სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმების გამო ევროკავშირი ოფიციალური ანკარისგან განმარტებებს მოითხოვს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა ერთობლივ განცხადებაში თურქეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, უკიდურესად პოლიტიზირებული კონტექსტში მიღებული უწოდეს.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმა, რაც ოპოზიციური პარტიის კანდიდატის გამარჯვება მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა.

ოპოზიციაში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დიქტატურად შეაფასეს.

დღის ამბები