19 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
„გაზპრომი" დიდი ხანია რუსეთისთვის ენერგეტიკულ იარაღს წარმოადგენს" - ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსები გამოწვევებზე საუბრობენ 

ატლანტიკურ საბჭოში კონფერენციაზე, ანალიტიკოსები რუსულ კომპანია “გაზპრომზე”, როგორც მოსკოვის გეოპოლიტიკურ იარაღზე და ევროკავშირის და შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულ გამოწვევაზე სამ საათზე მეტხანს მსჯელობდნენ.

დიპლომატებმა და ექსპერტებმა, რომლებიც რუსეთის და ევრაზიის რეგიონზე მუშაობენ, ყურადღება გაამახვილეს, თუ როგორ ხდება რუსეთი დამოკიდებული ევროპაზე, საკუთარი ბუნებრივი რესურსების გაყიდვის კუთხით. ამერიკის ადმინისტრაცია დიდი ხანია მოუწოდებს ევროპას, შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

„ბუნებრივ აირთან დაკავშირებით რუსეთი უფრო მეტად სუსტია, ვიდრე ევროპა. რუსეთმა საკუთარი გაზი უნდა გაყიდოს. ის უფრო მეტად არის დამოკიდებულია ევროპაზე, ვიდრე ევროპა რუსეთზე. ჩვენ დღეს გვაქვს თხევადი ბუნებრივი აირი, რომლის ტერმინალების ორი მესამედი ევროპაში გამოუყენებელია და მათ დიდი ტევადობა აქვთ,”-ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ანდერს ასლუნდი.

ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ანია გრიგასი აცხადებს, რომ რუსეთი გაზპრომს დიპლომატიურ იარაღად იყენებს. ეს არის იარაღი, რომლითაც რუსეთი ამყარებს მეგობრულ კავშირებს ან სჯის მეზობლებს.

„გაზპრომი" დიდი ხანია რუსეთისთვის ენერგეტიკული დიპლომატიის ინსტრუმენტს ან ენერგეტიკულ იარაღს წარმოადგენს. "გაზპრომი" გამოიყენება დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად, მოკავშირეების დასაჯილდოებლად. მაგრამ ასევე იმისთვის, რომ დაისაჯონ მეზობელი ქვეყნები და ის სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაზე არ მოდიან,“-აცხადებს ანია გრიგასი.

დღის ამბები