23 დეკემბერი 2024,   09:14
ვრცლად
მოვითხოვოთ, გადადგეს ეს ხელისუფლება - გუგავა ხალხისა და "რუსთავი2"-ის გადარჩენის ერთადერთ გზად აქციებს ასახელებს 

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი2"-ზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო და ეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 

გუგავა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი "რუსთავი2"-ის გაჩერებით ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, "ლეიბორისტული პარტიის" წევრის განცხადებით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და მშვიდობიანი პროტესტით შეცვალოს ხელისუფლება. 

„ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ყოველივე მოახლოებულ არჩევნებთან, მოახლოებულ პროცესთან, რომელიც აუცილებლად შეიწირავს ივანიშვილს და მის ბანდას. ის იღებს თავის ჭკუით პრევენციულ ღონისძიებებს, რომ გაანეიტრალოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, სიმართლის ციტადელი, "რუსთავი2" და ამით ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და გადარჩება.

დავდგეთ ერთად, გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები პოლიტიკური მოთხოვნით „დასრულდეს ეს ხელისუფლება“. ასეთ შემთხვევაში გადავარჩენთ ქვეყანას, გადავარჩენთ ხალხს, გადავარჩენთ რუსთავი2-ს,“- გიორგი გუგავა.

გადამწყვეტი შეტევა "რუსთავი 2"-ზე დაიწყო. ივანიშვილის გუნდი უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ელოდება და ისევ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს გზით ცდილობს დახუროს ქვეყნის მთავარი არხი.

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები