23 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ საბჭოთა კავშირში, ჩრდილო კორეაში თუ თავისუფალ ქვეყანაში - დავით ბაქრაძე 

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს, ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში თუ არა, - აცხადებს დავით ბაქრაძე "რუსთავი2"-ზე დაწყებული მორიგ თავდასხმაზე საუბრისას.

მისი თქმით, ახლა ნებისმიერი შეტევა სამაუწყებლო კომპანიაზე აღქმული იქნება, იმ წნეხის გაგრძელებად, რომელშიც ხელისუფლებამ "რუსთავი 2" წლების განმავლობაში ამყოფა. 

ბაქრაძის თქმით, სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დაკანონების შემდეგ, დადგა დრო, რომ " მოსამართლეებმა ხელისუფლებას "სამაგიერო პატივი მიაგოს".

„ნებისმიერი შეტევა, ნებისმიერი ადამიანის მიერ შეტანილი ნებისმიერი სარჩელი ცალსახად აღიქმება, როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა „რუსთავი2“. ამიტომ ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. „რუსთავი2“-ზე შეტევის გაგრძელებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული აზრი.

„რუსთავი2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრის არსებობა. როგორც ჩანს, კლანის დაკანონებისა და მურუსიძის გმირად გამოცხადების შემდეგ დადგა დრო, რომ ჩვენმა სასამართლო სისტემამ სამაგიერო გადაუხადოს და სამაგიერო პატივი მიაგოს იმ ხელისუფლებას, რომელმაც მათ მთელი სიცოცხლით დანიშვნებით სცა პატივი,“-განაცხადა ბაქრაძემ.

გადამწყვეტი შეტევა "რუსთავი 2"-ზე დაიწყო. ივანიშვილის გუნდი უკვე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ ელოდება და ისევ მურუსიძე ჩინჩალაძის სასამართლოს გზით ცდილობს დახუროს ქვეყნის მთავარი არხი.

სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები