19 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ფინეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ფინეთში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. მოლაპარაკებები არქტიკული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.  ლიდერთა განხილვის მთავარი თემა ვენესუელა იყო.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონის სურვილია   რუსეთმა, კუბამ და ირანმა ვენესუელის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყვიტონ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას განსხვავებული პოზიციები აქვს გლობალური საკითხების მიმართ, მაგრამ უთანხმოების დაძლევის კუთხით პროგრესის მიღწევას შესაძლებლად მიიჩნევს.

თავის მხრივ სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას ვენესუელაში კატასტროფული შედეგი მოჰყვება.

დღის ამბები