20 მაისი 2024,   03:51
ვრცლად
დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

თბილისში, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე #46 ავტობუსის ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჭრილობა 60-წლამდე მამაკაცმა მიაყენა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას გზის არ დათმობა გახდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 -ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. 

შს სამინიტროში ამბობენ, რომ ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა,ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

დღის ამბები